სოფელი ჩუნჩხა ახლო წარსულიდან .
‘’დიდი წარსულის მქონე ხარ, ჩაექვითკირე ამ ჩემს გულს,
მეტყვი ყველაფერს , რაც იცი გამიხსნი გულსა დადაღულს,
სანაცვლოდ მოგეფერები ,დაღლილს ,დატანჯულს, გათანგულს,
რითმის კონებით აკინძულს მოგიძღვნი ლექსის თაიგულს.
ვამაყობ ,რომ შეგხებია,წმინდა ნინოს და დავითის ტერფი,
ნუ დამძრახავ ჯავახეთო,მიყვარხარ და გეტრფი,
დედის აჩრდილს უკან დავდევ, მის ნატერფალს ვეტრფი,
მამა–პაპის საფლავებს და მათ ნაფუძარს ვეტრფი.,,
ესნაწყვეტია ერთი ჯავახი კაცის გამოუქვეყნებელი ლექსისა,
რომელიც მან თავის მშობლიურ ჯავახეთს მიუძღვნა.
სამშობლოს სიყვარული ხომ ყოველიქართველისათვის უმაღლესი გრძნობაა,სწორედ ამ გრძნობამ მიბიძგა დავწერო პატარა სტატია ჩემს მშობლიურ სოფელზე.
მდინარე თაფარავნის მარცხენა სანაპიროზე, უბერებელი ხერთვისის ციხის ცოტა ზევით,მაღალ ქარაფებზე მდებარეობს საქართველოს ისტორიის სიღრმიდან
აღმოცენებული ,მრავალჭირგამოვლილი სოფელი ჩუნჩხა.
სოფელი ჩუნჩხა მოიხსენიება XI საუკუნიდან.იმ დროს როცა მთელი საქართველოს
აღორძინება და გაერთიანება დაიწყო. დავით აღმაშენებლის მეფობის დროს დაიწყო.
კლდეში გამოიკვეთა ციხე –ქალაქი ვარძია და სამხრეთ საქართველო განვითარებულ ცენტრად ითვლებოდა.
ბევრი ჭირ–ვარამი გამოიარა სამხრეთ საქართველომ და მათ შორის ჩემმა სოფელმა.
ჩუნჩხა ბევრჯერ გადაშენდა და ხელახლა აშენდა,ამის ნათელი ფაქტი ჩემი სოფლის ტერიტორიაზე არსებული ისტორიის ნაკვალევია . შვიდი ნასოფლარი თავისი სალოცავებითა და საფლავებით,ეკლესიებითა და ქვაზე გამოსახული სხვადასხვა ხატებით ,აქ ხომ ყოველი ქვა ისტორიული ღირსებისაა.
რა შიშით უცხოვრია ჩვენს წინაპარს ამ მიწაზე, მაგრამ ქართველი კაცის სიყვარულს
ქართული მიწისადმი მაინც თავისი გაუტანია და არ გადაშენებულა .
ჩვენს წინაპარს ჰქონდა ღრმა რწმენა ღმერთისადმი და ამ რწმენამ გადაარჩინა იგი,
ამაზე მეტყველებს კლდეში ნაკვეთი სალოცავები.დღემდე არის თითქმის მიუვალ კლდეში წმინდა სალოცავი ,რომელსაც ,,ხატისთავს ,,ვეძახით .სოფელში
დღესაც ცხოვრობენ ხალხი , რომელნიც ამ სალოცავში დადიოდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში ის კლდე ჩამოინგრა და ახლა იქ შესვლა შეუძლებელია .
სოფელ ჩუნჩხის არის მრავალი ნასოფლარი::,,კოშკი ,ნაისა,ოხერა ,ცხეკნელა[რომელიც ციხე კნელად იწოდებოდა ] ეს ნასოფლარები მეტყველებს ,რომ ჩუნჩხა ბევრჯერ დაცემულა და კვლავ ფეხზე დამდგარა .
Xix საუკუნემდე არსებული დასახლებების მხოლოდ ნანგრევებია ,ხოლო ამის შემდგომ აშენებული შენობები ადგილზეა . დღესაც ამაყად დგას და მოქმედებაშია xix საუკუნეში აშენებული წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.
მტრის საბოლოო შემოსევა 1917 წლით არის დათარიღებული .ამ შემოსევამ მსხვერპლი კი გაიღო , მაგრამ როგორც ჩანს ნგრევა არ მოჰყოლია .
Xxსაუკუნის ორმოცდაათიან წლებში სოფელში აშენდა სოფლის არასრული საშუალო სკოლა .
ადამიანები ქმნიან ისტორიას და ჩუნჩხას მრავალი ღირსეული ადამიანი აღუზრდია ..ნიკო ლომსაძე იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი,შოთა ლომსაძე ისტორიულ მეცნიერებათა დოქტქრი,ბორის ლომსაძე ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოში აღიარებული მეცნიერი გრიგოლ ბერიძე , ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი ომარ ლონდარიძე და სამხედრო და საზოგადო მოღვაწეები .
70–იანი წლებიდან იწყება ჩუნჩხის მოსახლეობის მიგრაცია .ოთხმოციანი წლების ბოლოს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ,რომლის თანახმადაც
სოფელში აშენებულ იქნა თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი სახლები ,სადაც ჩამოსახლებული იქნა ზემოაჭარის მოსახლეობის ნაწილი გაიხსნა ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლა.
კვლავ გაიხარა ძირძველმა მიწამ დღეს აქ ხელიხელჩაკიდებული ცხოვრობენ ,შრომობენ და მრავლდებიან აჭარლები დაჯავახები იმ ღრმა რწმენით ,რომ გაძლიერდება ჩვენი სამშობლო –საქართველო .გამრავლდება და გაიზრდება ჩემი სოფელი ჩუნჩხა ,რომელიც მრავალ საუკუნეებს დაითვლის კიდევ .
ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი.
,,სადაც უნდა წავიდე,
სადაც უნდავიარო,
ჩემი ჩუნჩხის სილამაზე,
ყველას გავუზიარო.
ჩემო ჩუნჩხა საყვარელო,
შენს მიწაზე ვიარო,
შენი ლხინი,მწუხარება,
მინდა გავიზიარო.,,
ლექსის ავტორია ,,დურმიშხან ქართველიშვილი,,
gaixaret raa!!! ver warmoidgent rogor gamixarda am statiis agmochena
ReplyDelete