Monday, April 18, 2011

ჩუნჩხა
არის ჯავახეთს სოფელი ,
ჩემი გულისთქმა ჩუნჩხა,
მოყვრისთვის კარგის მყოფელი,
მტერთათვის ავი კრუნჩხვა.

მშენებელი და ქვითხურო,
მშვილდად რომ ჭიმავს წარსულს,
თან გამუდმებით კითხულობს,
შვილებს სოფლიდან წასულს.

დაუდევრობა ქართველებს,
დასაბამიდან მოგვდგამს,
ამიტომ ბევრჯერ გათელეს,
ჩვენი ამაყი მოდგმა.

მიკვირს ჯავახი ქართველი,
რად ტოვებს ეზო–კარებს,
თვალში აკლდება ნათელი,
ძვირფას მშობლიურ მხარეს.

სოფელო ,ჩემთვის არწივო,
შენი მთა–ველის დამთმობს,
ბედმა ჰკრას , მუხლმა გაწიროს,
და უღალატოს სატრფომ.

მელის ჯავახეთს მართლაც და,
სიყრმის აკვანი ჩუნჩხა,
შვილებს რომ მხრებში მართავდა,
და მტრებს უვლიდა კრუნჩხვად.

No comments:

Post a Comment